ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი მამუკა ხაზარაძე იყო - რას ყვება შალვა აბულაძე სასამართლოში

ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი მამუკა ხაზარაძე იყო - რას ყვება შალვა აბულაძე სასამართლოში

ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე, - ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში. აღნიშნული განცხადება შალვა აბულაძემ ადვოკატის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ გააკეთა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ სურს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. ადვოკატმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს საპატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე არ დაემუქრება. ამის შემდეგ დაინტერესდა მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით.

"ჩემი 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ" , - განაცხადა შალვა აბულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ