სახიფათო მონაკვეთი - ამ გზაზე ბოლო წლებში 20-მდე უბედური შემთხვევა­ მომხდარა

სახიფათო მონაკვეთი - ამ გზაზე ბოლო წლებში 20-მდე უბედური შემთხვევა­ მომხდარა

"მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?!"

6 აპრილს სურამში სკოლიდან შინის­კენ მიმავალ გოგონებს ბუღაურას გადასა­სვლელზე სატვირთო ავტომობილი დაეჯა­ხა.­­ გვანცა ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული ნინო კი თბილისში გადმოიყვანეს. როგორც იქაურები ჰყვებიან, მძღოლს პატარები ვერ დაუნახავს. ტრაგედიის შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. შემთხვევა ცენტრალურ გზაზე მოხდა. ეს ­სახიფათო მონაკ­ვეთია - ბოლო წლებში აქ 20-მდე უბედური შემთხვევა­ მომხდარა.

- სოფელ ურთ­ხვადან გამომავალი მანქანა ცენტ­რალურ გზაზე უნდა დადგეს, რომ დაინახოს, რომელიმე მხრიდან მანქანა­ მოდის თუ არა. იქვეა სკოლაც და ბავშვების სიცოც­ხლეს საფრთხე ემუქრება. რა გახდა ერთი გადასასვლელი ხიდი, მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?! - ამბობს ერთ-ერთი სურამელი.

ვანო გელაშვილი, დაბა სურამის გამგ­ებლის წარმომადგენელი: - როგორც ჩანს, შუა გზაზე მდგა­რი ბავშვები დაიბნენ და დიდი სიჩქარით მომავალ"ტრაილერს ვერ გადაასწრეს. კი ბატონო, მაგისტრალია,­ მა­გრამ აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ავტომანქანების დიდი სიჩქარით მოძრაობას აკრძალავს. ეს უკვე მერამდენე უბედური შემთხვევაა... პრობლემის მოგვარება საგზაო დეპარტამენტის საქმეა. ხალხს რამდენჯერმე მიუმართავს მათთვის, მაგრამ რეაგირება­ არ მოჰყოლია. რაკი მათ არაფ­ერი იღონეს, გამგეობამ შიდა ქართლის საპა­ტრულო პოლიციასთან ერთად მოძებნა­ გამოსავალი - შეგვპირდნენ, რომ 10 დღეში გაკეთდება სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშანი, რათა ამ მონაკვეთზე მძღოლებმა მოძრ­აობა შეანელონ. დამონტაჟდება­ ვიდეოთვალიც და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება.

- მოსახლეობა ხიდის აგებას ითხოვს...

- ამ ადგილას გადასასვლელი ხიდის აგება რთულია - დიდ სიმაღლეზე­ უნდა ავიდეს, ამასთან, მშენებლობას დრო სჭირდება...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია