კოტე თოლორდავას ცხედარს მოსკოვში ექსპერტიზა უტარდება

კოტე თოლორდავას ცხედარს მოსკოვში ექსპერტიზა უტარდება

კოტე თოლორდავას ცხედარს მოსკოვში ექსპერტიზა უტარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსახიობის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, კოტე თოლორდავას საქართველოში გადმოსვენების ზუსტი დრო, სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მსახიობის თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს. საორგანიზაციო საკითხებში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია