''მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი''

''მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი''

106 ქვეყანა და წინ კიდევ არაერთია. 2015 წლის განმავლობაში 51 ქვეყანაში აქვს დაგეგმილი ვიზიტი და აქედან მისთვის 31 უკვე ნაცნობი ადგილია. ამჯერად მოგზაურობა კენიიდან დაიწყება. მოგზაური ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, ანუ Nix Energy ამბობს, რომ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი...

- Nix Energy, თქვენი ნამდვილი გვარ-სახელი რა არის?

- ნიკოლოზ ბარტყულაშვილი. ჩემი გვარი რთულად გამოითქმის და ბევრს უჭირს დამახსოვრება. ერთხელ საპატრიარქოსთან ერთად ისრაელში გახლდით და ჩემი გვარი ძალიან იოლად დაიმახსოვრეს. ბუნებრივია, ამან გამაკვირვა. თურმე, ''ბარტყულა'' ბერ-მონაზვნების თავსაბურავს აღნიშნავს და აქედან გამომდინარე, მათთვის ჩემი გვარი უცხო არ იყო.

- აზია თუ ევროპა, რომელი იყო პირველი?

- ჩემთვის საინტერესი იყო აზია და პირველად იქ გავემგზავრე. ძალიან ''ღრმაა'' თავისი მრავალფეროვანი კულტურითა და ისტორიით. რადიკალური კონტრასტებია ფერთა და ხალხთა შორის. აზია დღემდე რჩება ჩემთვის ერთ-ერთ საინტერესო რეგიონად. თავდაპირველად 37 ქვეყანა მოვიარე, შემდეგ ეს რიცხვი 83-მდე რომ გაიზარდა, მივხვდი, რომ უკვე მოგზაური მერქვა. მას შემდეგ ყველა ქვეყანაში ჩასულმა დავიწყე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. ძირითადად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და მოგზაურთა ჯგუფებთან ერთად გადავადგილდები. პირველად საზღვარგარეთ 9 წლის წინ გავემგზავრე, მაგრამ მოგზაურობა და ბუნება ბავშვობიდან მიყვარდა. თბილისის გარეუბნებში სიარულიც მიყვარს, არაერთხელ მაქვს მოვლილი თბილისის ზღვის, მთაწმინდისა და სხვა უბნების ტერიტორია. საქართველოს კუთხეები მამამ მომატარა, ხოლო საზღვარგარეთ უკვე დამოუკიდებლად დავიწყე სიარული. დღესდღეობით 106 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და აქედან რამდენიმეში თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი, ზოგან წელიწადზე მეტიც.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია