ოზურგეთში ორი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ოზურგეთში ორი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

დღეს ქალაქ ოზურგეთში ორი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ. საქმე აღძრულია 179 მუხლის მეორე ნაწილით. "რომპეტროლის" ოზურგეთის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი გელა გელაშვილი ამბობს, რომ ორმა პირმა ოპერატორებისგან დაახლოებით 300 ლარის წაღება მოახერხა.

"დაახლოებით ექვსის წუთები იყო, როდესაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ყაჩაღობა მოხდა. 300 ლარამდეა წაღებული. მიმდინარეობს გამოძიება, მეტი არაფრის თქმა შემიძლია," - გვითხრა გელა გელაშვილმა.

იმავე დღეს ყაჩაღობა მოხდა სოფელ დვაბზუში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე. ამ ეტაპზე გალფის "ბენზინგასამართი" სადგურის ოპერატორები კომენტარს არ აკეთებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ყაჩაღებმა დაახლოებით 800 ლარი წაიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ