რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა

რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა

ყოველი აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი წმინდა ცეცხლი გადმოდის და მისი მიღება მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს­ შეუძლია. ყველა მორწმუნის მიზანი იერუსალიმის წმინდა მიწაზე ქრისტიანობის მთავარი სიწმინდის - უფლის საფლავის მოლოცვაა. წმინდა მიწა და უფლის საფლავი­ მრავალ ცნობილ ქართველსაც აქვს მოლ­ოცვილი. თითოეულს იქ თავს გადახდენილი­ ამბავი თუ სასწაული აქვს მოსაყოლი.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე: - იერ­უსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, ჩემი და ჩემი მეგობრების ყოფნა დაემთხვა სამი ქვეყნის მართლმადიდებელი პატრიარქის მობრძანებას. მათ ლოცვა აღავლინეს. მაცხოვრის საფლავის ლოდიდან მირონმა დენა დაიწყო. როდესაც მასთან მიახლების საშუალება მოგვეცა, ნებაც დაგვრთეს, ლოდიდან გადმომდინარე მირონი გვეცხო და თან წამოგვეღო. პატარა ბოთლი აღმომაჩნდა და ამ მადლმოსილი სითხით ავავსე.

მერე პალესტინაში (ბეთლემი), შობის­ ტაძ­არში წაგვიყვანეს. საზღვარზე გვითხრეს, - მძღოლი ტურისტების უსაფრთხოებაზე პას­უხისმგებლობას ვერ აიღებს, თუ გინდათ, გადაჰყევით, თუ არადა, დარჩითო. წასვლა ვარჩიე.

საზღვარს რომ გავდიოდით, მოულ­ოდნელად ავტობუსი გააჩ­ერეს. სალონში იარაღიანი კაცი ამოვიდა. მომიახლოვდა, პირქუში სახით შემომხედა. გული ამიჩქარდა. ვიფიქრე, - ყველაფერი აქ მორჩა-მეთქი, მაგრამ სასწაული მოხდა, - გამიღიმა და ინგლისურად მითხრა, - პელესტინელს ჰგავხარო...

მოკლედ, ჩავედით პალესტინაში, მოვინ­ახულეთ შობის ტაძარი... შემდეგ გვაჩვენეს ის საოცარი ლიმონის ხე, რომლის ნაყოფიც­, როგორც ამბობენ, უშვილოებმა უნდა ჭამონ. ჩვენი იქ ყოფნა ლიმონის მოკრეფის დროს დაემთხვა. მეც, ღვთის მადლით, შემხ­ვდა ეს ჯადოსნური ნაყოფი. საქართველოში რომ ჩამოვიტანე, მეგობარ ქალბატონებს დავურიგე და იმ წელს ყველა დაფეხმძიმდა...

მაკა ზამბახიძე, მომღერალი: - 2009 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ისრაელში ყველა წმინდა ადგილი მოვილოცეთ. ცეცხლის გადმოსვლასაც დავესწარით. ორი საათის განმავლობაში ველოდებოდით ამ სასწაულს. ტაძრის თაღს რომ ავხედე, შევნიშნე, წმინდა სამება იყო მთლიანად გამოსახული. გაოცებისგან შევყვირე და ჩემს მეუღლეს, ვახოს და იქ მყოფ მეგობრებს დავანახე. წმინდა სამება ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ გაქრა.

განაგრძეთ კითხვა

"ტყუპები ერთი წლის გახდნენ" - მამუკა ბახტაძე შვილების ფოტოს აქვეყნებს

"დემეტრემ შსს-ს ფეისბუქ-გვერდზე წერილი გაგზავნა და მინისტრს დახმარება სთხოვა" - გომელაურის მოულოდნელი საჩუქარი გარდაცვლილი პოლიციელის შვილს

აქცია პარლამენტთან - ორი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს