ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ჩაუტარდება

ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ჩაუტარდება

მირზაანის მუზეუმში დაცულ ფიროსმანის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებულ ნამუშევრებს - "ქალი სააღდგომო კვერცხებით" და "შოთა რუსთაველი" რესტავრაცია ჩაუტარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეროვნული სააგენტოს მუზეუმებში არსებული მოძრავი ძეგლების ინვენტარიზაცია, კატალოგიზაცია და რესტავრაცია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექციის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის 14 ნამუშევრიდან გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს "შოთა რუსთაველი მაგიდასთან" და "ქალი სააღდგომო კვერცხებით".

სპეციალისტთა შეფასებით, ასევე აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს "შოთა რუსთაველის", "თამარ მეფის", "დათვი თეთრი ბელებით" და "წარაფის" რესტავრაცია, რომლის შედეგად მირზანში დაცული ფიროსმანის 14 ტილო სრულად აღდგენილი იქნება. სააგენტოს ინფორმაციით, 2012-2013 წწ. მოძრავ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის მიზნით, მირზაანის კოლექციიდან რესტავრაცია ჩაუტარდა ფიროსმანის სამ ნამუშევარს - "თამარ მეფე", "მწოლიარე ქალი" და "კალოობა".

ფიროსმანის ნამუშვერების რესტვარაცია ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ურთიერთთანამშრომლობით - ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიაში უკვე გადატანილია "შოთა რუსთველი", რომლის მდგომარეობა კრიტიკულია და ექსპონირებისთვის მიღებული აქვს უარყოფითი შეფასება.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, კვლავ აგრძელებს გამოფენების ციკლს "მუზეუმის კოლექციიდან".

თბილისის ხელოვნების სასახლის შემდეგ, ხვალ 15 აპრილს ფიროსმანის გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება. მაისის თვეში ფიროსმანის ნამუშევრებს წინანდლის, ხოლო ივნისში ბათუმის სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია