კოტე თოლორდავა ილიას როლში - ფილმის პრემიერა კოტეს გარეშე...

კოტე თოლორდავა ილიას როლში - ფილმის პრემიერა კოტეს გარეშე...

13 აპრილს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში შედგა სატელევიზიო პრემიერა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისა - "ვინ მოკლა ილია". ფილმში ილია ჭავჭავაძის როლს კოტე თოლორდავა ასრულებს. ეს მსახიობისთვის ერთ-ერთი ბოლო კინოროლია და ერთ-ერთი გამორჩეულიც, იგი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისთვის დიდი ბედნიერებაა, რომ წმინდანისა და სამაგალითო საზოგადო მოღვაწის თამაშის პატივი ხვდა წილად...

ფილმში თოლორდავას პარტნიორობას ნანუკა ხუსკივაძე უწევს, რომელიც ოლღა გურამიშვილის როლს ასრულებს. 1-საათიან მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ასევე მონაწილეობენ გოგი ქავთარაძე, გივი ბერიკაშვილი, პაატა მხეიძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ზაზა იაქაშვილი. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილი, მუსიკალური გაფორმება კი ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის.

"ვინ მოკლა ილია" შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ არის გადაღებული და დოკუმენტურად ასახავს ილია ჭავჭავაძის მკვლელობასა და მის მიერ საგურამომდე განვლილ უკანასკნელ გზას... გადაღება შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით, იმროინდელი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2013 წელს დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია