"პალიტრა TV"-ს თანამშრომლის კოტე თოლორდავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 16 აპრილს დაგეგმილი სადღესასწაულო მიღება გაუქმებულია.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მოწვეული სტუმრები, ჩვენი გულშემატკივრები და საზოგადოება გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას.
"პალიტრა მედია" მწუხარებას გამოთქვამს კოტე თოლორდავას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს.