გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ''პრასტიტუტკებს'' უწოდებს

გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ''პრასტიტუტკებს'' უწოდებს

ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი მსახიობი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მწერალი, პოეტი და სპორტსმენი გივი სიხარულიძეა. ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრა პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, მოძველებულ ტრადიციებზე, თანამედროვე შეხედულებებსა და საკუთარ თავზე. აღმოჩნდა, რომ მისთვის ,,ტრუსიკოსნებს" (ასე უწოდებს იგი ქალებს) არაერთხელ უტკენიათ გული.

- ბატონო გივი, თავიდან ბიძინა ივანიშვილს ბრძენ კაცად მოიხსენიებდით. ახლა რას ფიქრობთ მასზე?

- რადგან ამ თემას შევეხეთ, დავიწყებ სააკაშვილით. მიშაზე იმავეს ვფიქრობ, რასაც უწინ. ის უდავოდ ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსია, ვინც კი მინახავს. შევხედოთ რეალობას, მან ააშენა საქართველო და ევროპულ ქვეყნად გადააქცია, შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, შეამცირა კრიმინალი, თუმცა ერთი დიდი შეცდომა დაუშვა - ხალხი დაავიწყდა. პრეზიდენტისა და ხელისუფლების მთავარი საფიქრალი კი მოსახლეობა უნდა იყოს.

რაც შეეხება ბიძინას, სანამ გამოჩნდებოდა, ბრძენ, ქველმოქმედ ადამიანად მივიჩნევდი. მან სამება აგვიშენა, რესტავრაცია ჩაუტარა ოპერის თეატრს, აფინანსებდა კულტურის სფეროს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. დღეს ვხვდები, რომ ნამდვილად ჭკვიანია, რადგან მახვილი გონების გარეშე ფულს ვერ იშოვიდა, მაგრამ ბრძენი არ არის. მან ჯერ ორატორობა, მერე შოუმენობა და ტელეწამყვანობა მოინდომა. ყველას ეჩხუბება და ჭკუას არიგებს, თავად კი არავის უგდებს ყურს.

- ერთხელ თქვით, რომ ქვეყანა საპატრიარქოს მხრებზეა. თეოკრატიული მმართველობის მომხრე ხართ?

- საქართველო უნდა მართოს სამშობლოზე შეყვარებულმა კაცმა, მნიშვნელობა არ აქვს, სასულიერო პირი იქნება თუ საერო ფრთის წარმომადგენელი. ასეთები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, ცოტნე დადიანი.

- როგორც ვიცი, თქვენთვის ევროპულ-ამერიკული ფასეულობები რუსულს უპირისპირდება და, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, რუსულს ირჩევთ.

- ჩემი შვილი, ბექა, ამერიკაში ცხოვრობს, ჰოლივუდის მსახიობია. შეერთებული შტატების მადლიერი ვარ, რომ თავის წარმოჩენისა და კარიერის გაკეთების საშუალება მისცა ჩემს შვილს. ამერიკელების ის ნაწილი მიყვარს, რომლებსაც ღრმად სწამთ ღმერთის, აქვთ თავიანთი ტრადიციები და ოჯახის ფენომენს პატივს სცემენ. მეზიზღებიან ისინი, ვინც მოგვიწოდებს, რომ შთამომავლობა არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებად უნდა გავზარდოთ. მასონებმა ჩაიფიქრეს გლობალიზაცია, რომელიც სამყაროს მოედო და რყვნის!

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მართლმადიდებელი ქრისტიანები მხოლოდ რუსები არიან. ირანის კარზე გაზრდილმა მეფე ერეკლემ, რომელმაც სიკვდილამდე არ გაიხადა სპარსული ტანსაცმელი, რელიგიის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთი აირჩია. ამ უშველებელმა იმპერიამ თავისდა უნებურად გაგვაერთიანა.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალი პოლიტიკოსები არ გიყვართ. რას ერჩით?

- მეზიზღებიან! თახსირები არიან! ჩემთვის ქალი, პირველ რიგში, დაბადებულია დედად, ცოლად, ის ოჯახს უნდა უვლიდეს, ქმარს თავს ევლებოდეს და შვილებს პატრიოტიზმს უნერგავდეს. პოლიტიკა არის პროსტიტუცია, ხოლო იქ მოღვაწე ქალები - ''პრასტიტუტკები''.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია