უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ნაწილს, ხვალ, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და მუხიანის IVბ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის "ა" მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის IV კვარტლის, ევდოშვილის, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, ცოტნე დადიანის, კელაპტრიშვილის, მუშათა, სტურუას, ასკურავას, მანჯგალაძის, ღუდუშაურის, ჩხიკვაძის, ზაქრაძის, ლალიანის, არგვეთის, მანგლისის, ტყეკულტურის, მეუნარგიას, ლელაშვილის, გრომოვის, სამშვილდეს, წყაროს, აგარის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის, ზაზიშვილის და აფხაზეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი ზურგოვანის და დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ღვინის აღმართის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის, რუისის და ურბნისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების IV კვარტლის, ვარკეთილის მასივის III, IV მიკრორაიონების, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, წმინდა ბარბარეს შესახვევის, ქინძმარაულის, ოცხელის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის 5 კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია "თელასი" მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია