"ჩემი შვილის დანაშაულია ავად 11 წლის ასაკში რომ გახდა?" - დედა შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

"ჩემი შვილის დანაშაულია ავად 11 წლის ასაკში რომ გახდა?" - დედა შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

მედეა დავითური ულამაზესი 11 წლის გოგონაა. უყურებ და გიჭირს ადამიანს დაიჯერო რა ტკივილების გაძლება უწევს ამ პატარა, დახატულ გოგოს... დედა გვიყვება, რომ მედეას ტკივილები დაბინდებისას უფრო უმძაფრდება, - თავი უსკდება, ვერ იძინებს და დედას ეძახის საშველად. დედას მანამდე ჰყავს გულში ჩახუტებული, ვიდრე მედეა არ დაიძინებს. ამ დროს თავს იკავებს, არ ტირის, არ შეიძლება, შვილმა მისი ცრემლი დაინახოს... როცა მედეას არ სძინავს, დაძინება მის პატარა და-ძმასაც უჭირს, ყველანი ხომ ერთად, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ... დღეს მედეას დედის გამძლეობაზეა დამოკიდებული, მთელი ოჯახი რამდენს გაუძლებს...

ქეთი, მედეა დავითურის დედა:

- 4 შვილი მყავს და მედეა მათგან მეორეა. მედეაზე ხშირად მეუბნებიან, რა ლამაზი შვილი გყავსო... ზოგჯერ მერიდება, მაგრამ ჩემი შვილი დაბადებიდან მართლა ულამაზესი იყო, ჭიკჭიკა და მხიარული... წლისა და 3 თვის რომ იყო, უკვე ისე კარგად დადიოდა, ბავშვებს მოსვენებას არ აძლევდა. ამ დროს წაიქცა და მაშინ დაიწო ჩემი უბედურება, - თავი დაარტყა. რამდენიმე ხანში ექიმებმა მითხრეს, სმენა დაკარგაო... ძალიან განვიცადე, მაგრამ უსმენობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ამას არც არასოდეს დავიწუწუნებდი... მოკლედ, მაინც ბედნიერი დედა ვიყავი შარშან ზაფხულამდე... შარშან ბავშვები ბორჯომში პარკში წამოვიყვანე და მეც იქვე ჩამოვჯექი. მშვიდად ვიყავი, ოთხივეს ერთად რომ ვუყურებდი. უცებ მედია წაიქცა, გული გადამიტრიალდა, თუმცა იმ წამშივე ადგა და თამაში გააგრძელა, მეც დავმშვიდდი... ცოტა ხანში ისევ წაიქცა და ისევ ადგა. არ შემშინებია, რომელი ბავშვი არ იქცევა, მარტო ის გავიფიქრე, რა მოუსვენარია, წამდაუწუმ იქცევა-მეთქი. მაგრამ სახლში რომ მივიყვანე, მითხრა, - დედა, აი, ეს ადგილი მტკივაო და მარცხენა მხარზე დაიდო ხელი. დაძინებისას უკვე ისე სტკოდა, გამაყუჩებელის დალევა დასჭირდა. იმ საღამოს ადვილად ჩაეძინა, მაგრამ მეორე დღეს მხარი უფრო ასტკივდა, ამბობდა ხელი დამიმძიმდა, მაღლა ვეღარ ვწევო და უცებ ფეხიც აითრია... ამას რომ შევხედე, ლამის წავიქეცი და ტელეფონს მივავარდი, მამამისსს დავურეკე თბილისში, - ამ წუთში წამოდი-მეთქი... რომ ჩამოვიდა, თავად ექიმია და გაფითრებულმა თქვა, ეს მარტივი ამბავი არ არის, თავშია პრობლემა, ნევროლოგიურიაო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია