"მაშინ აღიარეთ, რომ - ან ეს ხალხი უდანაშაულო ყოფილა, ან..." - ფეისბუქზე ადეიშვილზე ძებნის შეწყვეტას ეხმაურებიან

"მაშინ აღიარეთ, რომ - ან ეს ხალხი უდანაშაულო ყოფილა, ან..." - ფეისბუქზე ადეიშვილზე ძებნის შეწყვეტას ეხმაურებიან

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" მრავალმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ზურაბ ადეიშვილზე ყველაზე ეპოქალური წულუკიანის მოადგილის კომენტარი იყო: მთელმა საქართველომ იცის,  ეგ ვინ არისო.

მოკლედ, მტკიცებულებები, ბრალდების ტვირთი, ინტერპოლი, კანონის უზენაესობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ა.შ. რა საჭიროა, როცა "ასავალ-დასავალისგან" ყველამ ყველაფერი იცისო.

ივანიშვილის იურისტები და სამართალმცოდნეები

ირინა სარიშვილი - ადეიშვილს ინტერპოლმა ძებნა მოუხსნა.

не умеешь срать, не мучай жопу ! – ეს მაინც არ გაგიგიათ, ქოცებო?

აწი გეცოდინებათ

სტატუსი დიდაქტიკურია (არა მარტო ამ შემთხვევაში)

დავით დარჩიაშვილი - "აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ... გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი" (c) საქართველოს პროკურატურა. ანუ, ვეღარც ხვდებიან, რომ შერცხვნენ და განცხადებებით უფრო ამძაფრებენ საკუთარ ფიასკოს. ინტერპოლმა არც გკითხათ არაფერი, ისე გააუქმა ადეიშვილის ძებნის ცირკულარი, ხომ? ეს ინტერპოლი, შემთხვევით, იმპერიალისტურ სტრუქტურად ხომ არ მიგაჩნიათ? ისე, თუ ამასაც იტყოდით, უფრო მიზანმიმართულნი გამოჩნდებოდით. თორემ ახლა მარტო "კონფუზი" დარჩა თქვენგან

კოკა ყანდიაშვილი - რა ვერ გავიგე იცი? - ვინ? ვის? ატყუებს.

ჯერ იყო და ამან დააქცია ქვეყანა და კეზერამო - აი ძებნაც გამოაცხადესო. მერე იყო და კეზერა საფრანგეთის სასამართლომ გამოუშვა, ადეიშვილი კი. ინტერპოლმა საინტერესო აღარ არისო.  აბა ეხლა დაჯექით - აწონ დაწონეთ პასუხები და გარკვევით მოგვიყევით: ვინ ვის ატყუებს?

პ.ს. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამას ვინმე ჭამს? ამ უპასუხისმგებლობას და უკანონობას? გაანძრიეთ თავები და იმუშავეთ, იმუშავეთ ისე - როგორც აქამდე არ გიმუშავიათ. მაჩვენეთ, მე - როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, რომ სამართალდამცავი სისტემა არსებობს - პატრონიანი, გავლენიანი და მდიდარი ადამიანებისთვისაც და არა მხოლოდ უფულო, უპატრონო და ღარიბი ხალხისათვის, რომლებიც ვერც კი მოახერხებენ, ძაანაც რომ მოუნდეთ იმ მაშტაბის დანაშაულის ჩადენას - რასაც ხალხი ადეიშვილისნაირებს ედავება.

და თუ ამას ვერ ახერხებთ - მაშინ აღიარეთ, რომ - ან ეს ხალხი უდანაშაულო ყოფილა, ან სამართალდამცავი სისტემა საქართველოში მხოლოდ კანონმორჩილ ხალხზე ვრცელდება, ანუ მათზე, ვის დაგოიმებასაც ახერხებთ.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ადეიშვილზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. თუმცა, ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია