კოტე თოლორდავას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

კოტე თოლორდავას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

მსახიობ კოტე თოლორდავას მოსკოვიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოტე თოლორდავას სიმამრმა, კახა მელითაურმა განუცხადა, თვითმფრინავი , რომლითაც გარდაცვლილი მსახიობი მოსკოვიდან თბილისში უნდა ჩამოასვენონ, თბილისის აეროპორტში ხვალ, 15:15 საათზე ჩამოფრინდება.

მისივე ინფორმაციით, კოტე თოლორდავას სავარაუდოდ კვირას, 19 აპრილს დაკრძალავენ.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. რუსეთის დედაქალაქში იგი ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია