"სირიელ ბავშვების შეწყნარებაზე უარის მთქმელი ქრისტეს მოღალატეა" - ცნობილი ქართველები სირიაში მიმდინარე ომზე წერენ

"სირიელ ბავშვების შეწყნარებაზე უარის მთქმელი ქრისტეს მოღალატეა" - ცნობილი ქართველები სირიაში მიმდინარე ომზე წერენ

ქართული საზოგადოება სირიაში მიმდინარე ომს ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ომს უკვე 220,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 10,808 ბავშვია, ხოლო 6,907 ქალი.

ნახეთ, მეტი ინფორმაციისთვის| სირია: მსოფლიოს ყველაზე ცხელი საომარი წერტილი, დახოცილი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები დახმარების მოლოდინში

ნანუკა ჟორჟოლიანი - ნეტა როგორ შეიძლება სირიიდან ბავშვების გამოყვანა?!

დიდი სიამოვნებით მივუყვანდი ძმას ან დას საბას და მარიამს. ისე მოვუვლიდით! არაფერს მოვაკლებდით!

რამაზ გიგაური - როგორ დავიჯერო ISIS სადამ ჰუსეინზე, მუამარ კადაფიზე ან თალიბანზე ძნელი დასამარცხებელია?!

ალბათ ასირიელებსა და იეზიდებს ნავთობის ჭაბურღილები არ აქვთ და საინტერესო არ არის მათი სიცოცხლე?!

იქნებ ელოდებიან როდის მიაღწევს ეს ცოდვის კალო ნიუ-იორკამდე, პარიზამდე ან ლონდონამდე?!

ილია ვაშაკიძე - სირიელ ბავშვებზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია..დღეს სირიაში უნდა ვეძებოთ ქრისტე..სირიელ ბავშვების შეწყნარებაზე უარის მთქმელი ქრისტეს მოღალატეა..ამინ..ამინ..ამინ!!!!....

გოგა ხაჩიძე - იმსახურებს კი ადამიანი ამ პლანეტის ყველაზე მაღალგანვითარებული არსების სტატუსს?!

გიორგი ვაშაძე - ერაყში და სირიაში დახოცილი ბავშვების ფოტოსურათებს უყურებს მსოფლიო, და შემდეგ წყნარად აგრძელებს "იუმორისტულ" გადაცემებზე ხორხოცს, "სილამაზის" და "სიმღერის" კონკურსებს და კიდევ სხვა მეტად ღირსეულ საქმიანობას.

რა ერაყი, რის სირია? 25000 ბავშვი შიმშილობს საქართველოში.

ლიზა ყენია - გთხოვთ რამე როგორ შვცვალოთ? დავიტანჯე, გული მიკვდება

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ამერიკას ხან იმას საყვედურობენ, სხვა ქვეყნებში რატომ ომობსო. ახლა საყვედურობენ, რატომ არ ომობსო (ISIS-ს რატომ არ ანადგურებსო).

მეტწილად ერთიდაიგივე ხალხი.

ჩამოყალიბდით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია