რა მიზნით მონაწილეობს ლიკა შუბითიძე "X ფაქტორში" და რას პასუხობს ჭორს, რომელზეც ბევრს საუბრობენ

რა მიზნით მონაწილეობს ლიკა შუბითიძე "X ფაქტორში" და რას პასუხობს ჭორს, რომელზეც ბევრს საუბრობენ

ქართულ მუსიკალურ სივრცეში გამოჩენისთანავე, მსმენელმა მის ნამღერში ნიჭთან ერთად, ინტელექტუალიზმი და შესრულების განსაკუთრებული კულტურა დაინახა, თუმცა მისი ნიჭიერების საქართველოში რეალიზება ისე, როგორ მის მონაცემებს შეეფერება, ვერ მოხერხდა, ამიტომაც 6 წლის წინ ოკეანის გაღმა წავიდა. უცხო ქვეყანაში საკუთარი პროფესიით სამუშაოდ გამგზავრებაც სარისკოა, ან გაგიმართლებს, ან - არა, მაგრამ გაუმართლა... თუმცა მისი წარმატება თავისით არ მოსულა... ეს ლიკა შუბითიძის თავდადებული შრომის შედეგია... ლიკა თავიდან ჩვენში პოპულარული კონკურსებით გაიცნეს. ის ახლა საქართველოშია და ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში - "X ფაქტორი" გამოჩნდა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერიუდან, რომელიც ლიკა შუბითიძესთან "კვირის პალიტრამ" ჩაწერა.

- ჩემი მეუღლე არჩილ (ტატო) გეგჭკორია. მე და ტატო, ერთმანეთს საქრთველოდან ვიცნობდით. ისიც მუსიკოსია. ამერიკაში შევხვდით, ერთად მრავალი კონცერტი გვქონდა. ტატო კარგი პიანისტია და ასევე უკრავს პერსკუსიასა და ტაბლაზე (ინდური საკრავია). თავიდან ამერიკაში ცოტა ხნით იყო ჩამოსული, მერე წამოვიდა. შემდეგ კი ხან მე ჩამოვდიოდი აქეთ, ხან - ის იქით. ახლა ორივე დიდი ხნით ჩამოვედით და ივლისში ყველანი ერთად მივდივართ.

- რატომ გინდოდა, რომ შენი გოგონა მაინცდამაინც აქ დაბადებულიყო?

- რატომაც არა, თან, აქ ბევრად სიწყნარეა, ასეთ მნიშვნელოვან დროს ახლობლების, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა მერჩივნა. პატარა ალექსანდრა ძალიან ჭკვიანი გოგოა...

- როგორი დედა ხარ?

- როგორც დედაჩემი ამბობს, ძალიან კარგი დედა ვარ. საერთოდ, დედა კომპლიმენტებს არ ამბობს ხოლმე. ბავშვი თვითონ გეუბნება, როგორ უნდა მოიქცე და ამ ყველაფერს მშვენივრად შევეგუე. ტატოც არაჩვეულებრივი მამაა. ასე ორივე ერთად ვზრდით პატარას. ცალ ხელში ბავშვი გიჭირავს და ცალი ხელით მუსიკას "ვაკეთებთ", ვმღერით. ალექსანდრასაც მოსწონს და ყურადღებით გვისმენს.

- ვფიქრობ, რომ შენნაირი დონის მუსიკოსები "X ფაქტორში" და ასეთ კონკურსებში არ უნდა მიდიოდნენ...

- ამერიკაში დიდი გამოცდილება დავაგროვე, მეტად საინტერესო მუსიკოსებთან მქონდა ურთიერთობა. ამიტომ იქიდან აღებული ემოცია, ენერგეტიკა ეს ყველაფერი ჩემში ახლა ერთად მუშაობს. ამიტომ ერთერთი იქ მისვლის მიზეზი ის იყო, რომ ხალხისთვის მიმეწოდებინა ჩემი მუსიკა, ჩემთვის მასობრივად მოესმინათ. კონკურსში მხოლოდ ამიტომ მივედი და არა იმიტომ, რომ ბინა მომეგო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კონკურსის ე.წ. სკამების ტურიდან, ანუ "X ფაქტორიდან" გამოგიშვეს, რას გვეტყვი ამაზე?

- ამაზე კომენტარს ჯერჯერობით არ გვაკეთებ, ანუ სანამ ეგ გადაცემა ეთერში არ გავა...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია