მსახიობ კოტე თოლორდავას ჩამოსვენებას უახლოეს ხანში ელოდებიან

მსახიობ კოტე თოლორდავას ჩამოსვენებას უახლოეს ხანში ელოდებიან

ავიარეისი, რომლითაც მოსკოვიდან საქართველოში მსახიობი კოტე თოლორდავა უნდა ჩამოასვენონ, დაგვიანებით სრულდება.

თვითმფრინავი თბილისში დღეს, 15:15 საათზე უნდა დაფრენილიყო, თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" მოსკოვში ავიაკომპანია "აირზენას" წარმომადგენელმა ვლადიმერ გოგაშვილმა განუცხადა, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმის გამო, ავიაციის რეპეტიციებთან დაკავშირებით, საჰაერეო სივრცე დაკეტილი იყო. ამის გამო, თბილისიდან გაფრენილი თვითმფრინავი, ვნუკოვოს აეროპორტის ნაცვლად, ვორონეჟში დაეშვა. რეპეტიციების დასრულებისა და საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ, თვითმფრინავი ვორონეჟიდან მოსკოვში გადაფრინდა. რეისი #929 საქართველოს მიმართულებით უკვე გამოფრინდა.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია