გია ხუხაშვილი გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში საფინანსო ინსტიტუტის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ქმედებების შესახებ საუბრობს.
"სისტემური მიდგომით არ ხდება იმ ფაქტორების გაჩენა, რაც ინვესტორისთვის ქართულ ბაზარზე თამაშის მომხიბვლელობას გაზრდიდა. არის მაღალი პოლიტიკური რისკები, მუდმივი შეთქმულების თეორიის და სხვა ტიპის, თუნდაც პროპაგანისტული ქმედებები, რაც მაინცდამაინც ხელს არ უწყობს ინვესტორტების მოზიდვას, ხშირ შემთხვევაში აფრთხობს კიდეც.
ავიღოთ თუნდაც "TBC ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები. შეიძლება იქ რაიმე კონფლიქტი არსებობდეს, მე არ ვარ ამაში ღრმად ჩახედული, ვის ვისთან რა პრეტენზიები აქვს, მაგრამ როდესაც გარკვეული კამპანია იწყება ერთ-ერთი უმსხვილესი, თუნდაც საკრერედიტო ინსტიტუტის მიმართ, ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამ ინსტიტუტს აფრთხობს, ფაქტობრივად, მთელ ინსტიტუტზე აისახება ძალიან უარყოფითად.
"TBC ბანკის" რეპუტაცია ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში სხვა სტრუქტურების რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, თუ ის ცუდია, სხვები რამდენად დაუცველად იგრძნობენ თავს? ეს ყველაფერი ძალიან ფაქიზი საკითხია და როგორც კი ასეთ ფაქიზ საკითხებთან ხდება შეხება, ეს ბუმერანგად უბრუნდება ეკონომიკას. თუ ვინმეს ვინმესთან პრეტენზიები აქვს, ამისთვის არსებობს ცივილიზებული ფორმები, სასამართლო და ასე შემდეგ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა გამოცემასთან საუბრისას.