რა კავშირი აქვს ბუბა კიკაბიძეს ხარძიანის წართმეულ წილებთან - კორძაიას სკანდალური განცხადება და მაღალჩინოსნების სია

 რა კავშირი აქვს ბუბა კიკაბიძეს ხარძიანის წართმეულ წილებთან -  კორძაიას სკანდალური განცხადება და მაღალჩინოსნების სია

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში, ირაკლი კორძაიამ ბესო ხარძიანის მკვლელობის შესახებ განცხადება გააკეთა.

ირაკლი კორძაიამ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გვარები დაასახელა, რომლებმაც მისი თქმით, ბესო ხარძიანს ნარკოტიკული ნივთიერება ძალით ჩატენეს პირში. კორძაიას განმარტებით, კონკრეტული სამართალდამცავები და მაღალჩინოსნები კავშირში იყვნენ უდესიანის სასარგებლოდ ბესო ხარძიანისთვის წილის წართმევაში.

"ბუბა კიკაბიძეს ერთი თეთრი არ დაუდია კუს ტბის განვითარებაში და კარგი იქნება, თუ ჰკითხავთ მას რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი წილი ბესო ხარძიანის წამების შედეგად", - დასძინა კორძაიამ.

კორძაიას განცხადებას მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ გადაცემის მსვლელობისას უპასუხა. ის გადაცემის პროდიუსერს დაუკავშირდა.

კიკაბიძე ადასტურებს, რომ დღესაც ფლობს კუს ტბის 7%-ს. მისი თქმით, ბესო ხარძიანის სიკვდილი არის მისი ოჯახის ტრაგედია, რადგან ბესო მისი ოჯახის წევრი იყო. რაც შეეხევა ირაკლი კორძაიას ბრალდებას, თითქოს ბუბა კიკაბიძის წილი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბესო ხარძიანს წილი ძალით დაათმობინეს, მომღერალი ამას არ ეთანხმება და კორძაიას განცხადებას სიცურეს უწოდებს: "კორძაია ტყუის".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."