"ნიჭიერის" გამარჯვებულმა მოცეკვავეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს - რა გეგმები აქვს წყვილს

"ნიჭიერის" გამარჯვებულმა მოცეკვავეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს - რა გეგმები აქვს წყვილს

"რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებულმა მოცეკვავე წყვილმა თემო არაბიძემ და ქეთი ზაზანაშვილმა ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს. ისინი ვერცხლის მედლით ბრუნდებიან სამშობლოში. აღნიშნულის შესახებ თავად თემო არაბიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა პარამოცეკვავეებმა ქეთიმ და თემომ სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ქართული წყვილი ყაზახეთში ფრისთაილით წარსდგა, რომელზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ. მათ ასევე შეასრულეს "ნიჭიერში" ნაჩვენები ფინალური ცეკვაც.

შეჯიბრებაში, რომელშიც 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის პარამოცეკვავეები ასპარეზობდნენ, ქართველებს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონმა მაქსიმ სედაკოვმა აჯობა. თემო და ქეთი ტურნირში საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და მხარდაჭერით გამოვიდნენ. პარაოლიმპიური კომიტეტი აღნიშნულ წყვილს თავის გამოჩენის საშუალებას სხვა მსგავს შეჯიბრებებშიც მისცემს, მთავარი მიზანი კი 2016 წლის რიოს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ბრძოლა იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია