შსს-ს პირველი კომენტარი აშშ-ში საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ძებნილ ქართველ ახალგაზრდასთან დაკავშირებით

შსს-ს პირველი კომენტარი აშშ-ში საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ძებნილ ქართველ ახალგაზრდასთან დაკავშირებით

ამერიკულ მხარეს ალექსანდრე სუმბაძესთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუხადეს.

მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკული მხარისგან იქნება მომართვა, კანონის შესაბამისი ზომები გატარდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სუმბაძე სავარაუდოდ საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ჩამოვიდა თუ არა ეს პირი საქართველიში.

აშშ-ში, მონტგომერის ოლქში მცხოვრები კარატეს ქართველი ინსტრუქტორი ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს ჰყიდდა. როგორც "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული, 26 წლის ალექსანდრე სუმბაძე მოზარდებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა კარატეს სტუდიაში, სადაც თავად მუშაობდა. მონტგომერის პოლიციის განცხადებით, ალექსანდრე სუმბაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა აშშ-ი და სავარაუდოდ, საქართველოში გაემგზავრა.

"1-ელ აპრილს პოლიციამ სუმბაძე დაკითხა, რა დროსაც მან აღიარა, რომ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოებითა და ფოტოებით ვაჭრობდა. დაკითხვიდან ორი დღის შემდეგ, სუმბაძემ აშშ-ი დატოვა", - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, მონტგომერის პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ვიდეოებში ჩანს. "გასული წლის დეკემბერში, მონტგომერის პოლიციამ სამხრეთ დაკოტას გამომძიებლებისგან მიიღო შეტყობინება, რომ მონტგომერის ოლქში ვიღაც ინტერნეტში ათავსებდა ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილია რამდენიმე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ალექსანდრე სუმბაძე სექსუალურ კავშირს ამყარებდა მოზარდ ბიჭუნებთან და ახალგაზრდა მამაკაცებთან. პოლიციის განცხადებით, ვიდეოები იმ დროს არის გადაღებული, როდესაც სუმბაძე კარატეს ინსტრუქტორი იყო. პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მათ ვიდეოთი იღებდნენ. "პოლიციამ ალექსანდრე სუმბაძეზე დაკავების ორდერი გასცა", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ