"ომი რომ დამთავრდება, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო, ალბათ ისევ სკოლაში წავალ" - გენოციდის ქრონიკები

"ომი რომ დამთავრდება, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო, ალბათ ისევ სკოლაში წავალ" - გენოციდის ქრონიკები

მკვლელი ბავშვები სიახლე არ არის სირიაში, მათ, უამრავ სკოლაში, მომავალ ჯიჰადისტებად ჩრდილოკავკასიელი მეომრები ზრდიან

"სოფლებში მამაკაცი აღარ დარჩა, ამიტომ დრო მოვიდა, სამხედრო მომზადება ბავშვებმა გაიარონ. ყველა ბავშვი, ვინც კი მინახავს, საუკეთესო ჯარისკაცია. ისინი ყველა ბრძანებას ემორჩილებიან. უფროსები­ კითხვებს სვამენ, რომელზეც პასუხები უნდა გქონდეს, ბავშვები კი ზედმეტ კითხვებს არ სვამენ".

აბდულაჰ რაზაკი, ტერორისტების ინსტრუქტორი, გაზეთი "ნაციონალი" (საუდის არაბეთი)

"ომი რომ დამთავრდება, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო, ალბათ ისევ სკოლაში წავალ"

მეომარი აქრან აჰმედი, 16 წლის

"მე ყველაფერს ვეტყვი თქვენზე ღმერთს, მე მას ყველაფერს მოვუყვები", - სამი წლის სირიელი მომაკვდავი ბიჭუნას ბოლო სიტყვებმა მსოფლიო შეძრა. ის მძიმედ და­ჭ­რ­ილი მიიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სირიის ომში ფორმატით - "ყველა ყველას წინააღმდეგ", ბავშვებს ყველა მხარე ხოცავს:­ 2011 წელს, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების დროს, ბავშვებს ასადის რეჟიმი არ ინდ­ობდა (ქალაქების დაბომბვისას ათასობით ბავშვი დაიღუპა და დასახიჩრდა), მოგვ­ი­ანებით ასადს მისივე შეიარაღებული ოპოზიციაც არ ჩამორჩა - "სირიის თავისუფალმა არმიამ" რეჟიმის მომხრე მოსახლეობაში ბავშვების ჟლეტა დაიწყო...

2014 წლის შემოდგომიდან "ჯიჰადისტ­ების" მორიგი სამიზნე ქრისტიანი პატარები­ გახდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით ბავ­შ­ვთა მკვლელობები "ისლამური სახელმწი­ფოს" მეომართა ერთგვარ ხელწერად იქცა.

არაბული მედია მარტში ამაზრზენი­ ფაქ­ტის შესახებ იუწყებ­ოდა - ერთ-ერთ ქრისტიანულ სოფელში ასირიელი ბავშვები­ მკვლელ მოზარდებს­ დაახოცვინეს. სამწუხაროდ, მკვლელი ბავშვები სიახლე არ არის სირიაში, მათ უამრავ სკოლაში, მომა­ვ­ალ­ ჯიჰადისტებად ჩრდილოკავკასი­ელი მეო­მრები ზრდიან. არსებული ინფორმაციით, ერთი ასეთი სკოლა სირიაში "შამას ლომ­ების" მეთაურს, მუსლიმ ალ შიშანს - მურად­ მარგოშვილსაც აქვს.

2013 წლის 2 ივლისს ჩეჩენმა და დაღ­ესტნელმა მეომრებმა გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს კათოლიკური ეკლესია და ძალით მოყვანილი მოსახლეობის თვალწინ მოძღვ­არსა და ბერს თავები დააჭრეს. დანაშაული­ განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი, რადგან მათ თავები ბლაგვი დანებით დააჭრეს. მოკლული მოძღვარი ფრანცისკანელი ბერი ფრანსუა მიურადი იყო. ტრაგედიის ადგილზე ერთი დაღესტნელის შეძ­ახილი: "ამიერიდან ყველა ურჯულოს ეს ელოდება", გახდა დასაწყისი პროცესისა­ - "ქრისტიანები - ლომებს". მას შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების სამიზნე­ ნებისმიერი ასირიელი და არაბი ქრისტიანი­ გახდა. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ სირიაში მცხოვრები ასირიელები. ევროპელი ექსპერტები დაუფ­არავად აცხადებენ, - საქმე გენოციდთან გვაქვსო.

20 მარტს ერაყში ჯიჰადისტებმა მსოფ­ლიო კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი ააფეთქეს. ქალაქ მოსულიდან 15 კილომეტრში IV საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში ასაფეთქებელი ნივთიერებები შე­იტანეს და მისი აფეთქება ადგილობრივ ქრისტიანებს იძულებით აყურებინეს. ვინც უარი თქვა (9 კაცი), იქვე მოაჭრეს თავი. ლეგენდის მიხედვით, ეს ეკლესია მეფემ ააშენა­ საკუთარი შვილების მკვლელობის მოსანანიებლად (ისინი მხოლოდ იმიტომ დახოცა, რომ გაიგო, ქრისტიანები იყვნენ).

აღდგომა დღეს სირიაში ჯიჰადისტ­ე­ბმა ასირიელების დასახლებაში ჯერ ეკლესია ააფეთქეს, შემდეგ კი მთელი სოფელი­ ამოწყვიტეს.

ეს მეხუთე ეკლესიაა მდინარე ჰადურის აუზში, რომელიც ჯიჰადისტებმა გაანადგურეს.

ქრისტიანების დევნა სირიაში მებრძოლ ქართველებს შორის დაპირისპირების მიზ­ეზი გახდა. 2013 წლის ბოლოს "წითურმა გენერალმა" თარხან ბათირაშვილმა რუსლან­ მაჩალიკაშვილს (სეიფულაჰ ალ შიშანი) ბრალი დასდო, ადგილობრივ ქრისტი­ანებს განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავსო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია