"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტრესურსებზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენებია ლიბიაში მძევლებად აყვანილი ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობის სცენები. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ვიდეოში მკვლელობის ორი ეპიზოდია ნაჩვენები - ეთიოპიელი ქრისტიანების ერთ ჯგუფს ლიბიის აღმოსავლეთით გაუსწორდნენ, მეორეს კი ქვეყნის სამხრეთით. ქრისტიანთა პირველ ჯგუფს თავები მოაჭრეს, მეორე ჯგუფი კი დაცხრილეს.

29 წუთიან ვიდეოში ასევე ჩანს, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იარაღის მუქარით როგორ მოითხოვს ქრისტიანებისგან - გადავიდნენ ისლამზე ან გადაიხადონ გადასახადი ყურანის მიხედვით.

"ინტერპრესნიუსი"

ეთიოპიის სამხედრო ძალებმა 42 შეიარაღებული პირი მოკლეს - მომხდარს წინ უძღოდა ეთნიკურ ნიადაგზე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა

"პრეზიდენტმა ერდოღანმა ვლადიმირ პუტინს შესთავაზა, "ექვსეულში" საქართველოც ყოფილიყო წარმოდგენილი" - რას წერს თურქული გამოცემა

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები გეგმავენ, 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის პარალელურად, ტრამპის ონლაინ ინაუგურაცია გამართონ