გიორგი ვაშაძე მამა გახდა

გიორგი ვაშაძე მამა გახდა

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე მამა გახდა. გიორგი ვაშაძესა და მის მეუღლეს, ქეთევან სიჭინავას გოგონა შეეძინათ და წყვილმა მას ანასტასია დაარქვა.

"გაჩნდა ჩემი მესამე სიხარული ანასტასია, ქეთო ძალიან მიყვარხარ, შენ ხარ ჩემი ცხოვრება, მაპატიე რომ თბილისში არ ვარ" - დაწერა ვაშაძემ საკუთარ ფეისბუქზე.

ანასტასია, გიორგი ვაშაძისა და ქეთევან სიჭინავასთვის მესამე შვილია. წყვილს  ორი ვაჟი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ და ქეთევან სიჭინავამ ერთმანეთი საზღვარგარეთ გაიცნეს, სადაც გიორგი ვაშაძე მივლინებით, მისი მომავალი მეუღლე კი სასწავლებლად იმყოფებოდა.

Ambebi.ge ულოცავს წყვილს და პატარა ანასტასიას ჯანმრთელობას უსურვებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია