რა ელის ძველ საბჭოთა კორპუსებს, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდათ

რა ელის ძველ საბჭოთა კორპუსებს, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდათ

სახელმწიფოს მიერ ამ დრომდე შეუსრულებელი დაპირება "ხრუშჩოვკების" დემონტაჟთან დაკავშირებით და მუდმივი შიშის ქვეშ მცხოვრები თბილისის მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი - დედაქალაქის ხელისუფლებისათვის კვლავ რთულად გადასაჭრელ პრობლემად რჩება.

გაბზარული ჭერი და კედლები, უზარმაზარი ნაპრალები კედლებს შორის, სადარბაზოებში დაბზარული კიბეები - აი, ასეთი მდგომარეობაა თბილისის თითქმის ყველა ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში, რომლის მცხოვრებლებიც აცხადებენ, რომ მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული 200-300 ლარის ფარგლებში ქირით გადასვლაც და ამ სახლების მიტოვებაც პრობლემაა მათთვის.

როგორც არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, ძველი, კომუნისტების დროს აშენებული შენობების მდგომარეობა ყველგან ერთნაირად საგანგაშო არ არის.

"მხოლოდ ხრუშჩოვკები არ არის ცუდ დღეში. ზოგიერთი ხრუშჩოვკა უფრო მყარია, ვიდრე მაგალითად, 15 წლის წინ აშენებული სახლი. სახლის ტექნიკურ მდგომარეობას მხოლოდ პროექტი არ განსაზღვრავს. ავარიულობის მიზეზი შეიძლება მშენებლობის, მასალის ხარისხი, გეოლოგიური პრობლემები თუ სხვა მიზეზები იყოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძველ ქალაქში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე "ხრუშჩოვკების" მიკრორაიონებში. მაგალითისთვის ახლაც სადგურის მოედანზე, რკინიგზელთა სახლი უაღრესად ავარიულ მდგომარეობაშია. კედლები გაპობილია, დაბზარულია.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია