"აღარ არის დრო? 15 წელია ეთერში ვარ" - დუტა ტელევიზიიდან მიდის

"აღარ არის დრო? 15 წელია ეთერში ვარ" - დუტა ტელევიზიიდან მიდის

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ტელევიზიიდან გაუჩინარება გადაწყვიტა. დუტას თქმით, სატელევიზიო პაუზის დროს, იგი თეატრში გადაინაცვლებს, რადგან ახლა ზუსტად იცის, რისი კეთებაც სურს.

გთავაზობთ გაზეთ "პრაიმტაიმში" გამოქვეყნებული ინტერვიუს, სადაც მსახიობი მომავლის გეგმებსა და საკუთარ "გაუჩინარებაზე" საუბრობს:

დუტა სხირტლაძე: 41 წლის ვარ, შემომხაზე ასაკია. არ მეგონა ეს ასაკი ასეთი რთული თუ იქნებოდა. ფსიქოლოგიური გარდატეხის პერიოდია. აცნობიერებ, რომ ნახევარ ცხოვრებაზე მეტი გავიდა. ხომ შეიძლება სამოცამდე გაქაჩო და მეტი ვერა? ჩემი გულის პატრონი 80 წლამდე რომ ვერ გავქაჩავ, ზუსტად ვიცი. გულიანი კაცი ვარ და გული მაწუხებს, თორემ ხომ ბუასილი მექნებოდა? გადატვირთული გრაფიკის გამო ვარ ასე. ეს ის ასაკია, როდესაც ზუსტად იცი, რა გინდა. ყველაზე ძალიან თეატრი მინდა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩამოვიშორო სხვა სამსახურები და მხოლოდ თეატრში დავკავდე.

პრაიმტაიმი: ტელევიზიიდან უნდა გაუჩინარდეთ?

დუტა სხირტლაძე: აღარ არის დრო? 15 წელია ეთერში ვარ. 2000 წლის 2 სექტემბერს გავიდა პირველი გადაცემა "ვის უნდა 20 ათასი". ყველაფრის ჩამოშორება მინდა. ალბათ, ჭოლასთან ვიქნები. გარდა იმისა, რომ მეგობარი და პედაგოგია, ვთვლი, რომ მასზე კარგი რეჟისორი ჩვენთან არ არის. თეატრის გარეთ ცხოვრება მიჭირს.

ვინ შეძლებს 25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარებას

პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით

ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ