თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია. საცობების გამო, მოძრაობა შეფერხებულია კოსტავას ქუჩაზე, იოსებიძის ქუჩაზე, მარჯვენა სანაპიროსა და თბილისის სხვა უბნებში.
მოძრაობის შეფერხების მიზეზი ამინდის გაუარესება და წვიმაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოძრაობის შეფერხების აღმოფხვრისთვის საპატრულო პოლიცია მუშაობს.