ვახტანგ რჩეულიშვილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნასა და ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც საქართველოში "ც" ჰეპატიტის მკურნალობა უფასო გახდება. რჩეულიშვილის თქმით, მთავრობა და ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ რეალობას სხვადასხვანაირად უჩვენებს საზოგადოებას:
"ჯავახიშვილი კორუმპირებული არ არის, უბრალოდ ცუდი ხასიათისაა. ჯანდაცვის მინისტრი კი გენიოსია. რა მოსაწყენია ეს პოლიტიკა ზოგჯერ: პოლიტიკური თამაშის კანონია, რომ ოპოზიციამ მუდმივად უნდა ლაძღოს მთავრობა. არა აქვს მნიშვნელობა, სწორედ იქცევა თუ არა: ხელისუფლების მხარდაჭერა და მითუმეტეს შექება პოლიტიკაში მიზანშეუწონელია. ასე იქცეოდა დღევამდელი ხელისუფლებაც, როცა ოპოზიციაში იყო და ასე იქცევა დღევანდელი ოპოზიციაც. ეს საზოგადოების პოლარიზაციასაც იწვევს. ავიღოთ ნიუსები. ჯავახიშვილის დანიშვნას ოპოზიცია თამაზაშვილთან მისი კავშირებით ხსნის და მის კორუმპიულობაზე მიუნიშნებს.
სინამდვილეში ნოდარი ურთულესი ხასიათის ადამიანია, მეგობარი არ ჰყავს და ვერც ეყოლება სწორედ იმიტომაც, რომ მისთვის სამსახურის გარდა არაფერი არსებობს. კორუმპირებული არ არის, უბრალოდ ცუდი ხასიათი აქვს. ჯიუტი კაცია, რაც დანაშაული ნამდვილად არ არის. პროფესიონალი ფინანსისტია. ესაა და ეს. ტენდერების ჩატარებას მეც ვანდობდი. ან მეორე - "ც" ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა- გენიალურია და როგორც ომის შემთვევაში, ისეთი მნიშვნელოვანია ერისათვის, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ყველამ უნდა მხარი დაუჭიროს! ერთი სიტყვით არც ისე კარგადაა საქმე, მთავრობას როგორც მიაჩნია და არც ისე ცუდად, ოპოზიცია როგორც გვაჩვენებს ამას. ამიტომაც ვართ ცოცხლები," - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.