ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელორუსის პრეზიდენტს დახვდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში 10 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა.

ეს ბელორუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თან ახლავს ბელორუსის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციები. ისინი საქართველო-ბელორუსის ბიზნენ-ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბელორუსის პრეზიდენტი ბათუმსაც ეწვევა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."