სომხეთიდან 27 ტონა დაავადებული კარტოფილი შემოვიდა

სომხეთიდან 27 ტონა დაავადებული კარტოფილი შემოვიდა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, 27 000 კგ დაავადებული კარტოფილი ამოიღეს. როგორც  შემოსავლების სამსახურიდან გვაცნობეს, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან, 27 000 კგ კარტოფილით დატვირთული მანქანა შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის - Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის არსებობაზე მიუთითეს.

საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ნიმუში სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის ნიმუშებში, საკარანტინო მიკროორგანიზმი, კარტოფილის მურა სიდამპლე დაადასტურა. საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია