"როცა არაფრისთვის არ მიგიღწევია და არავინ არ ხარ'' - ანა მარგველაშვილისა და რეზო ხოფერიას დაპირისპირება

"როცა არაფრისთვის არ მიგიღწევია და არავინ არ ხარ'' - ანა მარგველაშვილისა და რეზო ხოფერიას დაპირისპირება

პრეზიდენტის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილსა და რეზო ხოფერიას შორის "ფეისბუქზე" დაპირისპირება მოხდა. კამათის საბაბი ბექას სტატუსი გახდა: "ატსტუპნიკი მარგველა", რომელსაც მოგვიანებით ანა გამოეხმაურა. გთავაზობთ ანასა და რეზოს დიალოგს:

ანა მარგველაშვილი: ''და შენ ვინ ხარ ცხოვრებაში.''

რეზო ხოფერია: ''მე ვაბშე უსახლკარო ვარ… რა გასაკვირია? პრეზიდენტს აგდებენ სახლიდან და მე ვის დავკარგვივარ''.

ანა მარგველაშვილი: ''რამეს მიაღწიე ცხოვრებაში''?

რეზო ხოფერია: ''მოდი, 15 წელიწადში დამისვი იგივე შეკითხვა, როცა 46 წლის ვიქნები. ისე, საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკი ცოტა ტეხავს, არა''?

ანა მარგველაშვილი: ''ესეთი სტატუსების წერაც ტეხავს, არა? როცა არაფრისთვის არ მიგიღწევია და არავინ არ ხარ''.

ანა მარგველაშვილი: ''შენ ცხოვრებას გადახედე და იმდენს იცინებ, მამაჩემზე სტატუსების დასაწერი დრო აღარ გექნება მე მგონი. აბა დაიწყე. ჩერესჩურ იცინებ''.

რეზო ხოფერია: ''კი მეცინება. ზოგადად კარგი თვისებაა, როცა შეგიძლია საკუთარ თავზე იცინო… მამაშენი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და სტატუსს იმდენს დავწერ, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლი. ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს რომლის გარანტიც მამაშენია''.

ანა მარგველაშვილი: ''მაინტერესებს რომ დასცინი მამაჩემს, ამიტომ გამიჩნდა შეკითხვა შენ თვითონ ვინ ხარ და 31 წლის ასაკში რას მიაღწიე. არ მიპასუხებ ხო ალბათ?''

რეზო ხოფერია: ''არა არ გიპასუხებ. და კიდევ ერთხელ გეუბნები: დასაცინია სიტუაცია, რომელიც ამ ამბის გარშემოა შექმნილი და არა პიროვნულად ვინმე… თუ ოდესმე მოხდა ისე, რომ საქართველოს მთავარსარდალმა თავი დასაცინ სიტუაციაში ჩაიგდო არც მაგას მოვერიდები. ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა მაგისგან. გვყავდა უკვე ერთი დასაცინი და გვეყოფა''…

ანა მარგველაშვილი: ''ააა, კაი რეზიკო გასაგებია''

რეზო ხოფერია: ''თუ რამე გაწყენინე, ბოდიშს გიხდი''.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია