ვინ არის ყველაზე ღარიბი ქართველი პარლამენტარი?

ვინ არის ყველაზე ღარიბი ქართველი პარლამენტარი?

bpn.ge აგრძელებს თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი საინტერესო დეტალების გამოქვეყნებას.

ამ სიაში ყველაზე ღარიბი პარლამენტარიც აღმოვაჩინეთ. საპარლამენტო უმცირესობის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ქონებრივი დეკლარაციის შესახებ განაცხადი 2014 წლის 6 ივნისს შეავსო. ოჯახის წევრების გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ილია ნიკოლაიშვილი. ოჯახის წევრთა საკუთრების გრაფაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით კი, ირკვევა, რომ პარლამენტარსა და მის ქმარს საკუთარი უძრავი ქონება არ გააჩნიათ. ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის სახელზე ბინა და მიწის ნაკვეთია დაფიქსირებული. თუმცა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე 86 კვ. მ საცხოვრებელი ფართობს ილია ნიკოლაიშვილის გარდა, სამი თანამესაკუთრე ჰყავს - ირაკლი და ბესიკ ნიკოლაიშვილები და ქეთევან კოსტავა. საერთო ჯამში, ილია ნიკოლაიშვილი ბინის და მიწის ნაკვეთის 25-25%-ის მფლობელია. ასევე, მის სახელზეა ავტომანქანა მერსედესი CLK, 2002 წლის გამოშვება.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: ჩიორა თაქთაქიშვილის სახელფასო ანგარიშზე (თიბისი ბანკი) 889.00 ლარია, ხოლო იგივე ბანკში მისი საკრედიტო ანგარიში 4 133 ლარს შეადგენს. პარლამენტარის მეუღლე რესპუბლიკა ბანკში "მეგობარი" ანაბრით სარგებლობს, ანგარიშზე კი 16 დოლარი აქვს. იგივე ბანკში სახელფასო ანგარიშიც აქვს, სადაც 885 ლარი ფიქსირდება. ხოლო "თიბისი" ბანკში მის სახელზე ორი საკრედიტო ანგარიშია გახსნილი, სესხის საერთო მოცულობა 1 000 ლარს შეადგენს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია