"ეს ყველაზე ძლიერი კრიმინალური ქსელია ევროპაში" - რა წერია ინგლისურ ვიკიპედიაში ქართულ მაფიაზე

"ეს ყველაზე ძლიერი კრიმინალური ქსელია ევროპაში" - რა წერია ინგლისურ ვიკიპედიაში ქართულ მაფიაზე

"ქართული მაფია ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ძლიერი და გავლენიანი კრიმინალური ქსელია ევროპაში. სწორედ საქართველოში იყვნენ ყველაზე დიდი რაოდენობით კანონიერი ქურდები ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ფარგლებში. ისინი აკონტროლებენ რუსულენოვან მაფიურ დაჯგუფებებს", - ნათქვამია ვიკიპედიის ინგლისურ გვერდზე ქართული მაფიის შესახებ.

"რუსეთში მთავარი კრიმინალური დაჯგუფება ქართული მაფიაა. ქართული მაფია ცნობილია, როგორც ყველაზე ორგანიზებული და დაუნდობელი კრიმინალური ჯგუფი.

ქართული მაფია სტრუქტურული და იერარქიულია. ასეთი დაჯგუფების სათავეში არის ლიდერი, რომელიც იშვიათად ჩნდება სახალხოდ. ლიდერის ძალაუფლება დამოკიდებულია კანონიერი ქურდების დამოუკიდებელ ჯგუფებზე სუბორდინაციის დამყარებაზე.

ქართულ მაფიაში ორი მთავარი კრიმინალური კლანია: თბილისის და ქუთაისის. საქართველოში ყოველთვის უპროპორციოდ დიდი ოდენობის კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ. ამჟამად პოსტ საბჭოთა ქვეყნებში 700-მდე კანონიერი ქურდია.

კონკრეტული "წესებით" ქართული მაფია სიცილიურ მაფიას გავს. არის განსხვავებები, მაგრამ ბევრი რამ მათ საერთო აქვთ", - წერია ვიკიპედიაში ქართული მაფიის შესახებ.

წყარო| Georgian mafia

"ვიკიპედია" მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ენციკლოპედიაა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება" - კახა კალაძე

"თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“ - რას წერს თურქული გაზეთი "ნამახვანჰესის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?