სამება-მახათას მთას ახალი გზა დააკავშირებს - "ეს ძალიან დიდი, საერო საქმეა!"

სამება-მახათას მთას ახალი გზა დააკავშირებს - "ეს ძალიან დიდი, საერო საქმეა!"

თბილისის მერია სამება-მახათას მთის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გუშინ მახათას მთაზე განუცხადა, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმას დაესწრო.

"ეს არის ძალიან დიდი საქმე, ეს საერო საქმეა, რაც ჩვენს მრწამსთან და სულიერ ერთიანობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ამოვედით დღეს, რომ გვენახა გუმბათის დასრულების პროცესი, ასევე, გვეთქვა ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ.

ქალაქის მერია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, ისევე, როგორც სამება-მახათის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე იმუშავებს.

ამ ახალი მშენებლობის წინასწარი საპროექტო მონახაზი ჩვენ უკვე მზად გვაქვს. მე პირადად გავიარე ჩვენს სამსახურებთან ერთად ეს მონაკვეთი, რათა იმ პერიოდისთვის, რა პერიოდშიც დასრულდება სრულად ეს კომპლექსი, მზად იყოს ახალი დამაკავშირებელი გზა, ასევე მზად იყოს და კეთილმოწყობილი იყოს მიმდებარე ტერიტორია, ასევე პარკირების ადგილები", -განაცხადა ნარმანიამ.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გუმბათის კონსტრუქციაში ბოლო ბეტონის გუშინ ჩაასხეს.

ფონდის "ივერიისა" ინფორმაციით, ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. 2012 წელს საძირკველი გაიჭრა და მშენებლობა დაიწყო. 2013 წელს საძირკველი დასრულდა და მშენელობის მეორე ეტაპი, კედლების ამოყვანის პროცესი გაგრძელდა.

პარალელურად მიმდინარეობს გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და ტაძრის კარიბჭის მშენებლობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი და ზეთისხილის ბაღი გაშენდა.

მშენებლობა 2700კვ.მ-ზე მიმდინარეობს, ტაძრის სიმაღლე ჯვრის ძირამდე 51 მ. იქნება. ჯვრის სიმაღლე კი - 6 მეტრი. ტაძრის არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძეა. მშენებლობაზე 300-მდე ადამიანი დასაქმდა.

მშენებლობას პატრიარქის კურთხევით პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს. ტაძარს სრულიად საქართველო და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია