ირაკლი ალასანიას სამზადისი: პოლიტიკოსი მსოფლიო რბენაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი ალასანიას სამზადისი: პოლიტიკოსი მსოფლიო რბენაში მიიღებს მონაწილეობას

Wings for Life World Run 2015 წლის 3 მაისს გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

როგორც ჩანს, ასობით ადამიანთან ერთად, რბოლაში მონაწილეობის მისაღებად ირაკლი ალასანიაც ემზადება.

შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების რაოდენობა გასულ წელს დაახლოებით, 2000-ს შეადგენდა, მსოფლიო მასშტაბით კი ღონისძიებაში მონაწილეობა 200 000-ზე მეტი მორბენალმა მიიღო.

"მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად იქნებიან აღიარებულნი და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის ორ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ, მის მიერ არჩეულ წერტილში.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი ალასანია სარბენ ბილიკზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია