"ვნახე უამრავი გაგუდული და დასახიჩრებული ადამიანი" - რას ყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები

"ვნახე უამრავი გაგუდული და დასახიჩრებული ადამიანი" - რას ყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები

"აქამდე არაფერი ვიცოდი ნეპალელების პატრიოტიზმის შესახებ, ახლა კი გაოცებული ვუყურებ მათ, საკუთარ სახლებს კი არა, დანგრეულ წარსულსა და კულტურას დასტირიან"

"ეს მოჟრიამულე ქალაქი ერთ დღეში ნანგრევებად იქცა"

"ლუმბინში, ბუდას დაბადების ადგილას ვაპირებდით წასვლას. თუმცა მანამდე, გზად, ერთ-ერთ ღია კაფეში უნდა შეგვევლო... პირველად ვიყავი კატმანდუში, მაგრამ ამ საოცარმა ქალაქმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან მწყდება გული, რომ ბევრი ღირსშესანიშნაობა, რომელთაც მიწისძვრამდე ერთი დღით ადრე აღფრთოვანებით ვათვალიერებდი, აღარ არსებობს. ერთი უბანია, ტამელი, ტურისტების უბნად ითვლება და ყველაზე მრავალფეროვანია. სწორედ იქ ვიყავით და ერთ-ერთ ღია კაფეში შესვალს ვაპირებდით, ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა, რაც მიწისძვრას ახლდა, მეგონა, მიწა გაიხსნებოდა და თან ჩაგვიტანდა. როდესაც მიწა იძრა, ერთ წამში აირია ყველაფერი ერთმანეთში და მტვრის ბუღში გაეხვა. ჩვენ გარშემო სულ ძველი შენობები იყო, ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა, ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა, ხალხი უმისმარათოდ გარბოდა, შველას ითხოვდა, ეს საშინელება ჩემი თვალებიდან არასდროს ამოვა..." -ასე იხსენებს ნეპალში 25 აპრილს მომხდარ მიწისძვრას ქართველი ტურისტი, რომელიც ახლა უკვე ინდოეთში იმყოფება.

7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ და მას მოყოლილმა ძლიერმა განმეორებითმა ბიძგებმა ნეპალს უდიდესი ზარალი მიაყენა. ნეპალის პრემიერ-მინისტრ სუშილ კოირალას განცხადებით, დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება 10 000-ს მიაღწიოს. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 4 400-ს ასცდა, თუმცა, ნანგრევებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დავით ფიფია, ქართველი ტურისტი:

- კატმანდუში ხშირად ჩამოვდიოდი. აქაურობა ძალიან მიყვარს. მხიარული და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, თან ევროპის ფონზე, ყველაფერი იაფია. პირდაპირ ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ კარვებში ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითიადად კი, ევროპიდან ჩამოსული "ჰიპები", ჩვენც იქ ვიყავით დაბინავებული, გაგვიმართლა რომ იქ გავჩერდით და არა - სასტუმროში... ერთი სიტყვით, ეს მოჟრიამულე ქალაქი ერთ დღეში ნანგრევებად იქცა, ულამაზესი შენობები ჩამოიქცა და ქვეშ ათასობით ადამიანი მოიყოლა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია