საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს სააკაშვილის დაკავება მოსთხოვა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს სააკაშვილის დაკავება მოსთხოვა

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ბაქოს მიერ ექსტრადირებას გამორიცხავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.

"საქართველოს პროკურატურის მხრიდან აზერბაიჯანისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის თხოვნით მიმართვა შეუფერებელია", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ილგარ ველიზადემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ იცოდა, რომ სააკაშვილი ბაქოში აპირებდა ჩასვლას. ამის შესახებ თავად სააკაშვილმაც არაერთხელ განაცხადა.

"ბაქოში არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირება მოხდეს. ამას გარდა, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადებულა. იგი ბაქოს სტუმრის სტატუსით, ღია საზოგადოებების მესამე გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ეწვია", - განაცხადა აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის თხოვნა ოფიციალურად გაუგზავნა. საქართველოს ექსპრეზიდენტი ბაქოში გუშინ ჩავიდა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."