მოქალაქე ზვიად კობიაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

მოქალაქე ზვიად კობიაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ზვიად კობიაშვილი კახეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს. კობიაშვილის განცხადებით, ის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მანქანით იყო გაჩერებული, პოლიციელებმა მას დოკუმენტები მოსთხოვეს, კობიაშვილი სახლში შევიდა, რაც მას დაუმორჩილებლობაში ჩაუთვალეს.

"მოვიდნენ და მითხრეს, სამხარეოდან ვართ და საბუთები მოგვეციო. მე ვუთხარი, გაჩერებული მანქანაა, რა საბუთებს ითხოვთ-მეთქი. საბუთები ისევ რომ მოითხოვეს, ვუთხარი, კარგი სახლში მაქვს და გამოგიტანთ-მეთქი. წამოვედი. გამომყვნენ, დამიჭირეს და ამომიგრიხეს ხელები, ბორკილებს მადებდნენ, რამდენჯერმე თავში ჩამარტყეს", - ამბობს ზვიად კობიაშვილი.

ზვიად კობიაშვილის დედის თქმით, მან დაინახა პოლიციელები მის შვილს როგორ ურტყამდნენ.

"ხმაური იყო. გამოვედი და დავინახე რომ მანქანაზე მიაწვინეს და ხელებს უგრეხდნენ, ცემდნენ და ურტყამდნენ ჩემ შვილს პოლიციის წარმომადგენლები", - აღნიშნა ნანა კობიაშვილმა.

ბრალდებები არ დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მისულმა კახეთის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა. ისინი კობიაშვილს დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

"ნასვამ მდგომარეობაში იყო. გამოიქცა და მოვიდა სახლში. აქ მოსულ პოლიციის თანამშრომლებს ძმასთან ერთად დაუწყო წინააღმდეგობის გაწევა", - განაცხადა კახეთის სამხარეო პოლიციის უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ვასილ დანელიამ.

იხილეთ ick.ge-ს ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს