ავტორი:

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული 16 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოხდა. მსხვერპლი ისევ ქალია, მკვლელობაში ბრალდებული კი მისი მეუღლე. არსებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა ილგარ ნასიბოვმა მეუღლე ქამრით გაგუდა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაცვლილი მეუღლის ცხედარი პოლიციაში მიასვენა და თავადაც ბრალის აღიარებით პოლიციას ჩაბარდა.

სოფელში მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას ამბობს ჩვენებაში თავად ბრალდებული ილგარ ნასიბოვი. ახალგაზრდა წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათგან უმცროსი 7 თვისაა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით აღიძრა. მერიის წარმომადგენელი სოფელ ტალავერში ნოვრუზ აივაზოვი ამბობს, რომ მკვლელობა საღამო ხანს მოხდა. მოკლული ქალბატონი აზერბაიჯანის მოქალაქეა და მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს ბაქოში. როგორც ირკვევა, წყვილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ბაქოდან საქართველოში 2 დღის ჩამოსულები იყვნენ.

ნოვრუზ აივაზოვი: - მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ჩვენი სოფლის მკვიდრია, ეს ბიჭი ბოლო წლები ძირითადად ბაქოში იყო, იქ მაღაზიაში მუშაობდა და მისი მეუღლეც აზერბაიჯანელია. სამი შვილი ჰყავთ, როგორც ბიჭის ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი სულ 2 დღის ჩამოსულები იყვნენ ბაქოდან. იმ დღეს ილგარმა თურმე მეუღლეს უთხრა, რომ ნათესავის სახლში მიდიოდნენ სტუმრად, თავისი მამის ავტომანქანაში ჩაისვა ცოლი და ერთად გავიდნენ სახლიდან. სახლში ილგარის მშობლები და ძმა ცხოვრობს. ბავშვები მათთან დარჩნენ. მერე გზაში რა მოხდა და რაზე იჩხუბა ცოლ-ქმარმა, არ ვიცით. მათი საცხოვრებელი სახლიდან სადღაც 2 კილომეტრშია სოფლის სასაფლაო და სწორედ იმ სასაფლაოსთან მოუკლავს ცოლი...წაიკითხეთ სრულად

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა - "ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა"

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლეს ბრალი წაუყენეს