ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარდეს

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს.

როგორც ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია უმნიშვენლოვანესი ღონისძიებები, მათ შორის EBRD-ის შეხვედრა თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი და არაერთი ვიზიტი.

"ამ გარემოებების გათვალისწინებით, მინდა, მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს - ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და უკვე ამ კვირაში, თუ ეს შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურები, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად. პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მთავრობას და პოლიტიკური გუნდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ გაქვს ძალიან ამბიციური გეგმა და რეფორმები, რასაც 24-საათიანი მუშაობა, ერთიანი ძალისხმევით გადაწყვეტა სჭირდება. მე მინდა, მივმართო საზოგადოებას და დავარწმუნო, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხორციელდება ჩვენს გუნდში, ერთ მზიანს ემსახურება – დაჩქარდეს რეფორმები და კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორცეილდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა დეტალი თეგზე #სამთავრობო ცვლილებები

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."