სამთავრობო გუნდის ფსონები: ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის დაშლის შემდეგ

სამთავრობო გუნდის ფსონები: ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის დაშლის შემდეგ

უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობის მეთაური კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

"მინდა გითხრათ 100 პროცენტი სიზუსტით, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში.

დეპუტატს არ აქვს ინფორმაცია, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავს პრემიერი.

"ორი ახალი მინისტრი რომ იქნება, ეს ვიცი, დანარჩენებზე ინფორმაცია არ მაქვს, აპირებს თუ არა ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა საგანელიძემ.

მეტი ინფორმაციისთვის| ღარიბაშვილის საგანგებო განცხადება მთავრობის დაშლის შემდეგ: რა ცვლილებებს გეგმავს პრემიერ-მინისტრი

საპარლამენტო უმრავლესობის კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი "კურიერთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არსებული მთავრობიდან მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას განიხილავს.

"ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი იქნება ან ირაკლი ღარიბაშვილი, ან სხვა, მთავრობის არაწევრი პირი. სხვა პირს მე ამ ეტაპზე არსებული მთავრობის შემადგენლობიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად ვერ განვიხილავ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ყველა დეტალი თეგზე #სამთავრობო ცვლილებები

მომზადებულია "კურიერისთვის" მიცემული ინტერვიუების მიხედვით

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."