ივანაშვილი ცდილობს მისი ძირგახვრეტილი გემი ჩაძირვას გადაარჩინოს - დოდონა კიზირია

ივანაშვილი ცდილობს მისი ძირგახვრეტილი გემი ჩაძირვას გადაარჩინოს - დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე, პროფესორი დოდონა კიზირია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და ფეისბუქის პირად გვერდზე მთავრობაში ცვლილებებს ეხმაურება.

"საინტერესო ცვლილებები ხდება საქართველოს მთავრობაში და, როგორც ჩანს, ივანაშვილი ცდილობს მისი ძირგახვრეტილი გემი ჩაძირვას გადაარჩინოს. ამით მას შეეძლება, ყველა თუ არა, მისი ელექტორატის კარგა დიდი ნაწილი დაარწმუნოს, რომ არსებული პრობლემები მოგვარებული იქნება და დაიწყება მდგომარეობის გამოსწორება.

რამდენიმე ხნის წინ მთავრობამ გამოაცხადა, რომ მაისის თვიდან დაიწყება დამატებითი შეღავათების მიცემა ხელმოკლე ოჯახებისათვის. ყველაფერი ეს და კიდევ ახალი დაპირებები იმის შესახებ, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა "გვემუქრება," (ბატონიბიძინას ტერმინი) არის სხვა არაფერი თუ არა არჩევნებისთვის მზადება. სავსებით ცხადია, რომ სიტუაციას შიდა და გარე პოლიტიკის რადიკალური ცვლილების და ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების გარდა არაფერი უშველის. ივანიშვილი კი აპირებს ერთი უსუსური მინისტრების ჯგუფი მეორე და არანაკლებ უსუსური ჯგუფით ჩაანაცვლოს.

იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, ვინ არის არსებული ჩავარდნის მთავარი რეჟისორი, მართლაც აუცილებელია ივანაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების მოთხოვნა. ვინაიდან სწორედ პირადად ის და არა მთავრობა მართავს ქვეყანას, მანვე უნდა აგოს პასუხი იმ უაღრესად სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც მისი გადაწყვეტილებების შედეგია. უნდა ბოლო მოეღოს იმ, რბილად რომ ვთქვათ, ცინიკურ სიტუაციას, როდესაც მილიარდერი ოლიგარხი კულისებიდან წყვეტს ქვეყნის ბედ-იღბალს და ამავე დროს სრულიად თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან." - წერს დოდონა კიზირია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია