"4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული" - საჩხერის მიწისძვრიდან 24 წელი გავიდა

"4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული" - საჩხერის მიწისძვრიდან 24 წელი გავიდა

"საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, მაშინღა გამახსენდა შვილი. წარმოგიდგენიათ? ისეთი საშინელება განვიცადე მიწაში, ჩემი მეცხრეკლასელი ზაზა კი არ გამახსენდა. "

"მოხუცი ყველას მკვდარი გვეგონა. მერე ერთმა თქვა, მკვდრის მეშინია, ვერ შევხედავო და გასვლა დააპირა. უცებ ქვემოდან ხმა მოგვესმა, - ბაბუა, ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარო, - თურმე, ჩვენი ხმა გაუგონია. ასე გადავარჩინეთ მოხუცი."

მიწისძვრა ყველაზე მასშტაბურ დამანგრეველ სტიქიად მიიჩნევა და მისგან მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება. დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მიწისძვრა ხდება.

ზუსტად 24 წლის წინ, 1991 წლის 29 აპრილს, ორშაბათს, 13 საათსა და 13 წუთზე საქართველოში მოხდა ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი საჩხერის რაიონის სოფელ ხახიეთში მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 9-9,5 ბალი იყო, ხოლო ძირითადი ბიძგის მაგნიტუდის სიმძლავრე - 6,9-7,2 ბალი. მას შემდეგ, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში რამდენიმე განმეორებითი ბიძგი აღინიშნა, მათ შორის ყველაზე ძლიერი - 3-4 მაისსა და 15 ივნისს. მიწისძვრა გავრცელდა ამბროლაურის, ჯავის, ონის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის რაიონების ტერიტორიაზე და დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, დაინგრა და დაზიანდა 4600-მდე სახლი და 1000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა. სპეციალისტების თქმით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ღამით რომ მომხდარიყო, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა.

ხახიეთის მიწისძვრის "გემო" დღემდე არ დავიწყნია იმერეთისა და რაჭის მოსახლეობას. საჩხერის რაიონში მცხოვრებლებს დავუკავშირდით და 24 წლის წინანდელი 29 აპრილის გახსენება ვთხოვეთ.

გია ლომიძე:

- საჩხერის სოფელ ქორეთში ვიყავი. მოხუცი ქალბატონი იყო გარდაცვლილი და მისი დაკრძალვის მეორე დღეს ჭურჭლის ალაგებაში ვეხმარებოდით ჭირისუფლებს. მიწისძვრა რომ დაიწყო, მეგონა, მიწა ძირს ჩავარდა. ისეთი ბიძგები იყო, ლამის 5 მეტრზე გავყავ-გამოვყავდით. ახლო-მახლო სახლებიც დაინგრა და ნანგრევებიდან ისეთი კვამლი ამოვარდა, მთელი სოფელი ბურუსში გაეხვა. ჩემი მეზობელი მოხუცი კაცი ჩაიყოლა ნანგრევებმა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია