კარგია, რომ აჩვენეთ და დამარწმუნეთ, - მესამე წელი ჯიბეზე რომ უნდა გვეგრძნო, ეს მე ვთქვი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას ეს განცხადება შეახსენეს.
"მე ოდესღაც უარი ვთქვი ამაზე, ეს არ იყო ჩემს ლექსიკაში, თუმცა ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ოდესღაც რამე თქვა. კარგია, რომ აჩვენეთ და დამარწმუნეთ, რომ ეს მე ვთქვი", - უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
მისვე თქმით, ამ განცხადებაში არაფერია ისეთი, რომ თავი სამართლებელი ჰქონდეს. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველზე მზარდი რეგიონში და ევროპაშიც. "დღესაც ლიდერები ვართ თქვენდა გასაოცრად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და სასურველია უკეთესი ტემპები, რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება - ევროპაშიც. მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეზე უნდა გვეგრძნო და ეკონომიკა იქნებოდა აღმავალი, მხედველობაში მქონდა და მაქვს ერთი რამ - ჩვენ შევქმნიდით ამისთვის პირობებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.