პოლონეთი და რუმინეთი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს

პოლონეთი და რუმინეთი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს

პოლონეთი და რუმინეთი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს. ამის შესახებ "უნიანი" პოლონურ რადიოზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, პოლონეთისა და რუმინეთის ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე რიგაში ქართველებისა და უკრაინელებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების მხარდაჭერით გამოვლენ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გჟეგოჟ სხეტინას თქმით, უკრაინა და საქართველო სწორი მიმართულებით მიდიან იმისათვის, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს.

"ეს არის ევროპული მისწრაფებების პირველი ნაბიჯი. რიგის სამიტმა უნდა დაადასტუროს მოლოდინები და ევროპის კეთილი ნება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა სხეტინამ. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ბოგდან აურესკუს თქმით კი, პოლონეთს და რუმინეთს უკრაინასთან სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით უკვე კარგი გამოცდილება აქვს. აურესკუს მაგალითად მოლდოვა მოჰყავს.

"მოლდოველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებიდან ერთი წელი გავიდა. ამ ქვეყნის 500 000-მა მოქალაქემ უკვე მიიღო ბიომეტრული პასპორტი, რაც იმას ნიშნავს რომ მათ ევროკავშირში გამგზავრება შეუძლიათ. ეს მოლდოვის მოქალაქეებისთვის უდიდესი სარგებლის მომტანია" , - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."