თბილისში, იუსტიციის სახლთან მკვდარი თევზებია გამორიყული

თბილისში, იუსტიციის სახლთან მკვდარი თევზებია გამორიყული

თბილისში, მტკვრის დონემ საგრძნობლად დაიწია. მტკვრის დონის კლება კარგად ჩანს ბარათაშვილის ხიდთან, მეტეხის ხიდთან, იუსტიციის სახლთან და თბილისის სხვა უბნებში, სადაც მტკვარი მიედინება. იუსტიციის სახლთან მკვდარი თევზებია გამორიყული, მტკვრის მიმდებარე ქუჩებში კი მძაფრი არასასიამოვნო სუნია, რამაც მდინარის კლების შედეგად დარჩენილმა შლამმა გამოიწვია. თბილისში რამდენიმე დღით მტკვრის დონე დაიწევის შესახებ ინფორმაცია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" გაავრცელა. აღნიშნულის მიზეზი ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე მიმდინარე გეგმური სამუშაოებია.

"30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰიდროენერგო დეპარტამენტი ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებში დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა-გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. ის შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან.

ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 4 დღე. ამ დროის მანძილზე ორივე ჰიდროელექტროსადგური იქნება დროებით გაჩერებული, ხოლო მდინარე მტკვარში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს", - აცხადებენ კომპანიაში. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სამუშაოების წარმოება არ გამოწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.

"ენერგო-პრო ჯორჯია" ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას", - განმარტავენ კომპანიაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია