საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 ადამიანს შეადგენს

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 ადამიანს შეადგენს

2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 ადამიანს შეადგენს, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით 14,7 პროცენტით (641 900) ნაკლებია.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქსტატის ხელმძღვანელმა, მერი დაუშვილმა გააცნო.

მონაცემების თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 მილიონ 140 126 ადამიანი შეადგინა. სოფლის მოსახლეობამ კი - მილიონ 589 509 ადამიანი. შემცირება ძირითადად - 23, 8 პროცენტით სოფლის მოსახლეობამ განიცადა, როდესაც იმავე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა 6,3 პროცენტით არის გაზრდილი.

ამასთან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, წინა აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის კლებაა დაფიქსირებული. ერთადერთი რეგიონი, სადაც მოსახლეობის მატება დაფიქსირდა, 3,4 პროცენტით, თბილისია. თუმცა ეს, ძირითადად მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შეერთებით არის განპირობებული. ამ დროისთვის დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 1 118 035 ადამიანს შეადგენს. მერი დაუშვილის შეფასებით, მოსახლეობის კლება ძირითადად განპირობებულია მიგრაციის პროცესებით. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაიხვეწა აღწერის მეთოდები და ამ აღწერის შედეგების ხარისხი და სანდოობა, გაცილებით მეტია. რაც შეეხება აღწერის საბოლოო შედეგებს, იგი პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია