3 მაისის ჩათვლით საქართველოში პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი

3 მაისის ჩათვლით საქართველოში პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი

3 მაისის ჩათვლით საქართველოში პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს საღამოს და ღამით, საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ზოგან - ძლიერად. ღამით აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. მათ შორის ქარია მოსალოდნელი თბილისშიც.

3 მაისის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან - ელჭექიც. ქვეყნის მთიან და მაღალმთაინ რაიონებში, ასევე, კახეთში შესაძლოა, იყოს სეტყვა.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ ჰაერის ტემპერატურა დღისით 19-24 გრადუსი იქნება, 2 მაისს - 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ დღისით ტემპერატურა მოსალოდნელია 20-25 გრადუსი, 2 მაისს - 18-23 გრადუსი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია