გაათავისუფლებენ თუ არა მინდია ჯანელიძეს თანამდებობიდან - მინისტრი კომენტარს არ აკეთებს

გაათავისუფლებენ თუ არა მინდია ჯანელიძეს თანამდებობიდან - მინისტრი კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროში გამართული საზეიმო ღონისძიება კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტები შეეცადნენ, მისთვის ეკითხათ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მინდია ჯანელიძეს თინა ხიდაშელი შეცვლის, თუმცა ის ჟურნალისტებთან არ გაჩერდა და კომენტარი არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს და ის თინა ხიდაშელმა შეცვალოს. თავად ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.

"ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს. პრემიერმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."