ირაკლი ღარიბაშვილი - თინა ხიდაშელი ევროპის მასშტაბით მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი - თინა ხიდაშელი ევროპის მასშტაბით მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იქნება

თინა ხიდაშელი ევროპის მასშტაბით, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის წარდგენის შესახებ.

"თინა ხიდაშელს, ყველა კარგად იცნობს, იგი გახლავთ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დღეიდან ის ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის გამოცდილებას ყველა კარგად იცნობთ, იგი მთელი ცხოვრების მანძილზე არის საჯარო პოლიტიკაში, ნამუშევარი აქვს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე უნდა აღინოშნოს მისი საქმიანობა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართულებით, რასაც დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერად გააგრძელებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."